დენიელ ფრიდი: ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს. ფრიდის თქმით, ევროპა თავის მხრივბ უპასუხებს რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას.


„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „საქართველოსთვის", მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში," - აღნიშნა დენიელ ფრიდმა ქართულ მედიასთან საუბრისას.


ამასთან, ფრიდისთვის გაუგებარია იმპიჩმენტის საფუძველი, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს მთავრობამ მიიღო. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი, თანმიმდევრული დამცველია.